Thursday, December 28, 2017

რეფლექსია პერიოდულობაზე

განხორციელებული პროექტის რეფლექსია
ჩატარების თარიღი: 31-X-2017 წ.
საგნის დასახელება
მათემატიკა
კლასი
                  XI

პროექტის ხანგრძლივობის ვადები
3 კვირა
პროექტში მონაწილე მასწავლებელი
მანანა ცირდავა

პროექტის მიზანი
კვლევის,ინფორმაციის მოძიების,ანალიზის,ურთიერთთანამშრომლობის,საგნებს შორის კავშირის დამყარების,ტრანსფერის და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება მოსწავლეებში.
რა ამოცანები გადაიჭრა
 პერიოდული პროცესების შესწავლა სხვადასხა სფეროში:  შესწავლა მათემატიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ლიტერატურაში,ხელოვნებასა და ასტრონომიაში.

რესურსები/შექმნილი
სტიკერები,ფორმატის ფურცლები,მარკერები,კომპიუტერი და პროექტორი.
 ბავშვების მიერ შექმნილი  სლაიდები პოვერ პოინტში, ასევე ვიდეო-გამოკითხვის შედეგები  თემაზე: „ პერიოდულობა და პერიოდული პროცესები ბუნებაში“, სკოლის შენობასა და სოფლის ცენტრის  ნაგებობები და საყოფაცხოვრებო ნივთები სადაც პერიოდულობა იყო გამოსახული.


პროექტის შედეგები
მოსწავლეებმა შეისწავლეს პერიოდული პროცესები სხვადასხვა სფეროში,რომლის პრეზენტაცია შეძლეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით.
განუვითარდათ ურთიერთთანამშრომლობის,კვლევა-ძიების, საგნებს შორის კავშირის,ანალიზის,ტრანსფერისა და პრეზენტაციის უნარები.






დასკვნა/პროექტის მნიშვნელობა
კლასი დაყოფილი იყო 6 ჯგუფად.თითოეულ  ჯგუფს დაევალა  მოეძიებინათ ინფორმაცია  სხვადასხა სფეროში პერიოდულობაზე. აღსანიშნავია ისიც,რომ სსსმ მოსწავლე იყო აქტიურად ჩართული პროექტის განხორციელების პროცესში.
პროექტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა მოსწავლეებისათვის. მათ  დიდი ინტერესით მოიძიეს ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.


მე,როგორც საგნის მასწავლებელი და ამ პროექტის ხელმძღვანელი,კმაყოფილი ვარ მოსწავლეებთან  მუშაობით,რადგან პროექტის განმავლობაში მათ  ვატყობდი, რომ  მოეწონათ მოცემული პროექტის თემა და  ხალისით  და დიდი ინტერესით  მუშაობდნენ მოცემულ საკითხზე.
თუმცა იყვნენ მოსწავლეები,რომლებიც ღელავდნენ და აქტიურად ვერ ჩაერთვნენ გაკვეთილის პროცესში აუდიტორიასთან უკონტაქტობის გამო.

შევეცდები მსგავსი პროექტები უფრო ხშირად ჩავატარო და ის მოსწავლეები შევაჩვიო აუდიტორიასთან კონტაქტს.

დამსწრე კოლეგებმაც დადებითად შეაფასეს ჩვენი შრომა.
მე მჯერა ეს მოსწავლეები ამ გაკვეთილიდან შეძენილ ცოდნას გამოიყენებენ თავიანთ პრაქტიკულ ცხოვრებაში.
მეც ვეცდები უფრო საინტერესო და სახალისო პროექტები შევთავაზო მათ მომავალში.







              

                                  ხელმოწერა:                                                                 /მ.ცირდავა/

No comments:

Post a Comment