Sunday, November 19, 2017

პროექტის გეგმა მათემატიკაში

                       
პროექტის ჩატარების დღე :   31/10/2017
სკოლა :      მუხურის  თემის საჯარო სკოლა
მასწავლებელი :     მანანა ცირდავა
საგანი :        მათემატიკა
სწავლების საფეხური :     საშუალო, მე-11 კლასი
მოსწავლეთა პროფილი :      28
კლასში მყავს ერთი სსმ მოსწავლე .
განხორციელების ვადა:    სამი კვირა
თემა: „პერიოდული პროცესები მათემატიკასა და ბუნებაში“
თემის შინაარსი:  მოსწავლეები სწავლობენ და იკვლევენ პერიოდულ პროცესებს სხვადასხვა სფეროში: მათემატიკაში, ხელოვნებაში, ასტრონომიაში, ქიმიაში და ბიოლოგიაში.
მიზანი/შედეგი : მოსწავლეს განუვითარდეს კვლევის, ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, ურთიერთთანამშრომლობის, საგნებს შორის კავშირის დამყარების, ტრანსფერის და კრიტიკული აზროვნების უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან:
XI. 5.  მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება რეალური ვითარების მოდელირებისას.
XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გრაფიკული, ალგებრული მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება ფუნქციის / ფუნქციათა ოჯახის თვისებების შესასწავლად.
მოსწავლეების ამოცანები :
მოსწავლეები მათემატიკიდან თეორიულად სწავლობენ ფუნქციათა პერიოდულობას და მის თვისებებს. ამის შემდეგ მოსწავლეთა ამოცანაა მოიძიონ და გამოიკვლიონ სად გვხვდება პერიოდული პროცესები ამისთვის გამოიყენებენ ნასწავლ საკითხებს სხვადასხვა საგნებიდან: მათემატიკიდან,  ასტრონომიიდან, ქიმიიდან, ბიოლოგიიდან და ხელოვნებიდან. ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებენ „Powerpoint’ -ში პრეზენტაციის გაკეთებას.
პროექტის მსვლელობა: კლასი  დაიყო  ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცა  დავალება. მოეძიათ პერიოდული პროცესები სხვადასხვა სფეროში, ამისათვის მათ ჰქონდათ სამი კვირა, პერიოდულად ვუწევდი მონიტორინგს მათ მუშაობას.
    სსმ მოსწავლე დავაკავშირე ერთ-ერთ ჯგუფთან, სადაც მას მიეცა შესაფერისი დავალება
მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები შეძლებენ  ისტ. ტექნოლოგიების გამოყენებით პრეზენტაციების გაკეთებას. მათ ირგვლივ მდებარე შენობა-ნაგებობებიდან, ქსოვილებიდან სხვადასხვა სამშენებლო მასალებიდან პერიოდულობის ამოცნობას.ასევე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებში შეძლებენ პერიოდული შუალედების დადგენას.
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები / სტრადეგიები:
შესავალი, მინი პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი, Slideshow , შეფასება.
ორგანიზაციული ფორმა : ჯგუფური
შეფასება:  განმავითარებელი
სასწავლო რესურსები:   Google -დან მოძიებული ლიტერატურა, მათემატიკის, ასტრონომიის, ქიმიის , ბიოლოგიის სახელმძგვანელოები , ფლიფჩარტის ქაღალდი,შენობა-ნაგებობები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები,კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო  და ვიდეოკამერა.
სხვა რესურსები: მოწვეული სტუმრები, პედაგოგები



                                                   პროექტის ხელმძღვანელი:      მანანა  ცირდავა






ამ პროექტზე გამოყენებული სლაიდები








No comments:

Post a Comment