Monday, September 21, 2015

სლაიდები

ინტეგრირებული გაკვეთილის(გეოგრაფია-მათემატიკა) გეგმა

ინტეგრირებული გაკვეთილის  გეოგრაფია -მათემატიკა
                                     გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ჩატარების დღე:  04.12.2014  წელი
სკოლა:მუხურის თემის საჯარო სკოლა
მასწავლებლები:მანანა ცირდავა ,ლამზირა ქსანდოპულო
სწავლების საფეხური:საშუალო ,მე-10 კლასი
მოსწავლეთა პროფილი :23
საგნები :გეოგრაფია ,მათემატიკა
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა:სკოლაში პრიორიტეტული პრობლემების ანალიზის დროს გამოვლინდა ,რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილისათვის ნაკლებად იყო ცნობილი  ჩვენი რაიონისა და სოფლის მატერიალური და კულტურული ფასეულობების გამოყენება და დაცვის საკითხები ,რაც თითეული აქაური მკვიდრი მოქალაქის (მოსწავლის)მოვალეობაა.ამიტომ გადაწყდა სოფლის ბუნების შესწავლა ,ანალიზი თუ რა ღონისძიებების ჩატარებაა საჭიროა ამ პრობლემების გადასაჭრელად ,რისთვისაც აუცილებელი იყო მათემატიკური მოქმედებების შესრულება:მონაცემების შეგროვება -შედარება ,დიაგრამების აგება ,მასშტაბის დადგენა არჩეული მარშრუტის გეგმის შესადგენად.
 გაკვეთილის თემა : “ხომ ლამაზია ჩემი სოფელი ,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა “.
მიზანი/შედეგი :მოსწავლეს განუვითარდეს კვლევის ,ინფორმაციის მოძიების ,ანალიზის ,სინთეზის ,ურთიერთთანამშრომლობის ,საგნებს შორის კავშირის დამყარების ,ტრანსფერის ,კრიტიკული აზროვნების ,ექსკურსიის ჩატარებით პოზოტიური შედეგების მიღების უნარი .
ეროვნული სასწავლო გეგმიდან :
მათ X 13:მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება .
 მათ X 14 :მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა მოწესრიგება და წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
გეო.X.5. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოს მოსახლეობის განსახლების თავისებურებებ კვლევა დ დემოგრაფიული ვითარების გაანალიზებ.

გეო.X.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.

გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები:
შესავალი,მინი პრეზენტაცია,კითხვა-პასუხი,Slide show,შეფასება.
ორგანიზაციული ფორმა:ჯგუფური
შეფასება:განმავითარებელი
სასწავლო რესურსები:მოძიებული ლიტერატურა ,მათემატიკისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები,თაბახის ფურცლები,ფორმატი,მარკერი,სტიკერები,ფანქრები,ფოტო აპარატი,კომპიუტერი -ინტერნეტით,პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა(აქტივობების აღწერა)
მასწავლებლების მიერ გაკეთებული შესავალი(3 წთ)
აქტივობა 1 :მოსწავლეთა პრეზენტაციები კომპიუტერის დახმარებით,Slide show-  ებით(25 წთ)
აქტივობა 2:კითხვა -პასუხი (7 წთ)
აქტივობა 3:გაკვეთილის შეჯამება (5 წთ)
აქტივობა 4 :შეფასება განმავითარებელი(5 წთ)


კომენტარი:გეგმით გათვალისწინებული საკითხები ძირითადად გადაიჭრა, მოსწავლეთა მოტივაცია ამაღლდა ცოდნის შეძენის პროცესი უფრო სახალისო გახდა, მოხდა ბავშვებში თვით შეფასება და მასწავლებელთა მხრიდან წამახალისებელი სიტყვები:ყოჩაღ,კარგია,მომეწონა,კიდევ შეიძლებოდა უკეთესად და აშ.

პროფესიული განვითარების განხორციელებული გეგმა

სახელი:მანანა                        გვარი:ცირდავა

სკოლა:მუხურის თემის საჯარო სკოლა   თარიღი :10.09.2015
პროფესიული განვითარების განხორციელებული გეგმა
აქტივობის სახე
განმახორციელებელი
ორგანიზაცია
თემატიკა
განხორციელების ვადები
შენიშვნა
1
ინტეგრირებული გაკვეთილი
მუხურის საჯარო სკოლა
„ხომ ლამაზია ჩემი სოფელი,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა“
04.12.2014

2
სასწავლო რესურსის შექმნა.Powerpoint-ში  შექმნილი რესურსები
ხომ ლამაზია ეს ჩემი სოფელი,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა
მუხურის საჯარო სკოლა
დამატებითი თვალსაჩინოება
Slide show დიაგრამები ,ცხრილები
2014 წელი
Imananacirdava.
blogspot.com
3
პროფესიული განვითარება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
17.04-02.05.2012წელი
ჩხოროწყუს  #1 საჯარო სკოლა





სკოლის დირექტორი:                                                          /რ.ცირდავა/

პროფესიული განვითარების რეფლექსია

                          პროფესიული განვითარების რეფლექსია
      1986-87 სასწავლო წლიდან ვასწავლი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში მათემატიკას.ამ წლების განმავლობაში სკოლაში შემხვედრია სხვა და სხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეები .მათი საჭიროებიდან გამომდინარე მიმიმართავს არა ერთი აქტივობისთვის ,მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე ,რომ ეს აქტივობები არასაკმარისია სასურველ შედეგზე გასასვლელად .საჭირო იყო სასწავლო პროცესი მეტნაკლებად არასტანდარტული და კრეატიული ყოფილიყო .სასკოლო სახელმძღვანელოებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აქტივობას წარმოადგენს სასკოლო პროექტი.იმისათვის ,რომ განსახორციელებელი პროექტი მორგებული ყოფილიყო საჭირო კრიტერიუმებს ,საჭირო გახდა გამევლო ტრენინგი.ამ მიმართულებით ძალიან სასარგებლო ტრენინგი ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა :   ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“,რომელიც გავიარე  2012  წლის 17 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით.
აქტივობის დეტალური აღწერა
აღნიშნული ტრენინგ-კურსი მოიცავდა ოთხ მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობა იყო ცამეტი სამსაათიანი ტრენინგი.
პირველი დღის პირველ სესიაზე ტრენინგის მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი. ტრენერმა გერმანე მალანიამ გაგვაცნო კურსის მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები.  ისაუბრა ისტ-ის ( ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) როლსა  და მიზნებზე სასწავლო პროცესში; სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე; მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტზე  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში; სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე.ჩაგვიტარა ლექცია PowerPoint პრეზენტაციის გამოყენებით, გაგვაცნო კურსის სილაბუსი. ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის პირველ დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: გაკვეთილის ორგანიზების ძირითად საფეხურებს: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება. აგრეთვე გაკვეთილის სამფაზიან მოდულს, გაკვეთილის დაგეგმვას და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადებას. ტრენინგ- დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის მეორე დღეს გავაგრძელეთ ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში, ვისწავლეთ გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ ბრაუზერისა და საძიებო სისტემის საშუალებით. გავეცანით ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვის ხერხებს. ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის მესამე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: დისკუსია: რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა-სწავლების  პროცესში? რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას; სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში; MS PP პროგრამა ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის მეოთხე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: მუშაობა მცირე ჯგუფებში: პრეზენტაციის მომზადება შერჩეულ თემაზე; პრეზენტაციის წარმართვა; მოვამზადეთ სამოდელო პრეზენტაცია და წარვუდგინეთ აუდიტორიას, რის შემდეგაც შევავსეთ შეფასების ბარათები.
მეორე მოდულის მეხუთე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: ვირტუალური ლაბორატორია და ელექტრონული თამაშები; აუდიო და ვიდეო საშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში; აუდიო და ვიდეოფაილების მოძიება და ჩამოტვირთვა.
მეორე მოდულის მეექვსე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება, მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვა, ელექტრონული რესურსების საცავი, Lemill-ის მიმოხილვა.
მეორე მოდულის მეხუთე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: სწავლის შეფასება ( შეფასების ძირითადი პრინციპები და მეთოდები) გაკვეთილის შეფასება ( რუბრიკის დამზადება, პრეზენტაციები).
   სრული კურსის გავლის შემდეგ სხვა და სხვა კლასებში განვახორციელე რამოდენიმე პროექტი,შეძლებისდაგვარად დაგროვილი ცოდნა კოლეგებსაც გავუზიარე,რის შემდეგაც მასწავლებლებსაც გაუჩნდათ სურვილი გაევლოთ ეს ტრენინგი.
       პირადად მე ამ ტრენინგებმა მასწავლა სათანადოდ გამოვიყენო თანამედროვე ტექნოლოგიები  სრულყოფილი და საინტერესო გაკვეთილის დასაგეგმად  და ჩასატარებლად.სურვილი მაქვს კიდევ უფრო ავიმაღლო ჩემი პროფესიული დონე ასეთი ტრენინგების გავლით .