პროექტის ჩატარების დღე : 8/12/2017
სკოლა : მუხურის თემის
საჯარო სკოლა
მასწავლებელი : მანანა ცირდავა
საგანი :
მათემატიკა
სწავლების საფეხური : საშუალო, მე-12 კლასი
მოსწავლეთა პროფილი : 16
კლასში არ მყავს
სსსმ მოსწავლე .
განხორციელების ვადა: სამი კვირა
თემა: „გრაფთა თეორიის ელემენტები და მისი გამოყენების მაგალითები“
თემის შინაარსი: მოსწავლეები
სწავლობენ და იკვლევენ გრაფთა თეორიის ელემენტებს და მისი გამოყენების მაგალითებს სხვადასხვა
სფეროში: მათემატიკაში, ქიმიაში და ბიოლოგიაში.
მიზანი/შედეგი : მოსწავლეს განუვითარდეს კვლევის, ინფორმაციის მოძიების,
ანალიზის, ურთიერთთანამშრომლობის, საგნებს შორის კავშირის დამყარების, ტრანსფერის და
კრიტიკული აზროვნების უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან:
XII.2. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა დამტკიცების პროცესისა
და მისი შედეგის ანალიზი.
XII. 4. მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული მათემატიკის მეთოდების
გამოყენება მოდელირებისას და პრობლემების გადაჭრისას.
მოსწავლეების ამოცანები :
მოსწავლეები მათემატიკიდან
თეორიულად სწავლობენ გრაფთა თეორიის ელემენტებს და მის თვისებებს. ამის შემდეგ მოსწავლეთა ამოცანაა
მოიძიონ და გამოიკვლიონ, თუ როგორ ხდება გრაფთა თეორიის საშუალბით სხვადასხვა ამოცანების
ამოხსნა მათემატიკაში,ქიმიაში ბიოლოგიაში.
როგორ შეიძლება გრაფების საშუალებით გენეოლოგიური ხის აგება, ალბათობაში ხდომოლებათა
სივრცის აგება. მშენებლობების დაპროექტება მისი გამოყენებით და სხვა. ტექნოლოგიების
გამოყენებით შეძლებენ „Powerpoint’ -ში
პრეზენტაციის გაკეთებას. გამოიყენებენ სხვადასხვა სქემებს.
პროექტის მსვლელობა: კლასი დაიყო
ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალება.გამოეყენებინათ გრაფები მათემატიკური, ქიმიური,ბიოლოგიური
მოვლენების აღსაწერად.ისტორიული წყაროების გამოყენებით შეედგინათ ცნობილ სახეთა გენიალოგიური
ხე. მოეძიათ ახლო მახლო მშენებარე ობიექტი
და გამოესახათ მისი პროექტი გრაფის გამოყენებით.
ამისათვის მათ ჰქონდათ სამი კვირა, პერიოდულად ვუწევდი მონიტორინგს მათ მუშაობას.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ ისტ. ტექნოლოგიების გამოყენებით
პრეზენტაციების გაკეთებას. სქემებზე გრაფის საშუალებით გამოსახავენ სხვადასხვა სახის
ამოცანების ამოხსნებს.
გაკვეთილზე გამოყენებული
მეთოდები / სტრადეგიები:
შესავალი, მინი პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი, Slideshow , შეფასება.
ორგანიზაციული ფორმა : ჯგუფური
შეფასება: განმავითარებელი
სასწავლო რესურსები: Google -დან მოძიებული ლიტერატურა, მათემატიკის,
ქიმიის, ბიოლოგიის სახელმძგვანელოები , ფლიფჩარტის ქაღალდი,შენობა-ნაგებობები, კომპიუტერი,
პროექტორი, ფოტო და ვიდეოკამერა.
სხვა რესურსები: მოწვეული სტუმრები, პედაგოგები
პროექტის ხელმძღვანელი: მანანა
ცირდავა
No comments:
Post a Comment