Thursday, December 28, 2017

გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი:   მანანა ცირდავა
საგანი:   მათემატიკა
კლასი: IX
თემა:   წრფივი  ფუნქცია
დრო: 45 წთ
მოსწავლეთა პროფილი:  21
(სსსმ მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლემ შეძლოს ზოგიერთი სახის პრაქტიკული ამოცანების მათემატიკური მოდელების დაკავშირება წრფივ ფუნქციასთან.
·        მოსწავლემ შეძლოს  წრფივ ფუნქციათა გრაფიკულად გამოსახვა/გეომეტრიულად მოცემული ფუნქციის თვისებების დადგენა.

მოსალოდნელი შედეგები:
·         მოსწავლე შეძლებს პრაქტიკული ამოცანების წრფივი დამოკიდებულებით გამოსახვას.
·         მოსწავლე შეძლებს წრფივი ფუნქციის გრაფიკის აგებას.
·         მოსწავლე შეძლებს გრაფიკის საშუალებით ამოიცნოს რომელი ფუნქციის გრაფიკია მოცემული და დაადგინოს მისი თვისებები.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული  მათემატიკის ელემენტების გამოყენება პრობლემების გადაჭრისას.
მათ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გამოსაკვლევად.


საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
·         რა არის ფუნქცია,მისი განსაზღვრის არე, მნიშვნელობათა არე, როგორ შეიძლება ფუნქციის მოცემა,რა არის ფუნქციის გრაფიკი,როგორ ვიპოვოთ ფუნქციის ნულები,ზრდადობისა და კლებადობის შუალედები,დადებითობისა და უარყოფითობის შუალედები.
შეფასება და თვითშეფასება:
●განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება ანალიტიკური რუბრიკის გამოყენებით.


სასწავლო მასალა და რესურსები:
●პროექტორი,კომპიუტერი
●ინტერნეტ-რესურსი,
●სამუშაო ფურცლები, კალამი, სახაზავი,დაფა,ცარცი.
მოსწავლის სახელმძღვანელო- გ.გოგიშვილი.

გაკვეთილის მსვლელობა:
შესავალი (გამოწვევის ფაზა):   (4 წთ)
·         მისალმება,საშინაო დავალების შემოწმება, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
·         გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა.

აქტივობა №1        გონებრივი იერიში /მთელი კლასი.  (6 წთ)
აქტივობის მიზანი:
წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა:
●მასწავლებელი კითხვების დასმით  ამოწმებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას:
1. რას ეწოდება ფუნქცია?
2.რომელია ფუნქციის განსაზღვრის არე და რომელია მისი მნიშვნელობათა სიმრავლე?
3.როგორ შეიძლება მოცემულ იქნას  ფუნქცია?
4.რას ეწოდება ფუნქციის ნული?
5.როგორ ვპოულობთ დადებითობისა და უარყოფითობის შუალედებს?
6.რა შემთხვევაშია ფუნქცია ზრდადი და რა შემთხვევაში კლებადი?
7.რამდენი ნული აქვს ფუნქციას, თუ ფუნქციის გრაფიკი აბსცისათა ღერძს კვეთს სამ წერტილში? არ კვეთს არცერთ წერტილში?
აქტივობა 2      ახალი მასალის ახსნა/გამეორება     (10 წ თ)

აქტივობის მიზანი:
●წრფივი ფუნქციისა და მისი თვისებების ჩამოყალიბება.
აქტივობის აღწერა:
●მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს დავალებული  პრეზენტაციის გაკეთებას  წინა წელს ნასწავლი ფუნქციის თვისებების გამოყენებით.(რომელიც აწყობილი აქვს სლაიდებით)
·         მასწავლებელი მოცემული სლაიდების გამოყენებით  უადვილებს მოსწავლეებს ადრე ნასწავლი საკითხების გამეორებას და უკავშირებს ახალ მასალას, რითაც აღრმავებს მათ ცოდნას.
აქტივობა №3   სიღრმისეული წვდომა   (13 წთ)

აქტივობის მიზანი:
·          მოსწავლეთა აქტიური ჩართვა  გაკვეთილის პროცესში და მიღებული ცოდნის განმტკიცება.
აქტივობის აღწერა:

·         მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად ვაკეთებთ სახელმძღვანელოდან საკლასო მუშაობისთვის შერჩეულ რამოდენიმე ტესტურ დავალებას.

აქტივობა 4   „დამოუკიდებელი მუშაობა“  (6 წთ)
აქტივობის მიზანი:
·         მიღებული ცოდნის შემოწმება.
აქტივობის აღწერა:
● მასწავლებელი  დაფაზე წერს ტესტურ ამოცანებს ახსნილი მასალის ირგვლივ და ცდილობს გაიგოს რამდენად აითვისეს ეს თემა.
 აქტივობა 5     „ მოსწავლეთა შეფასება“   (4 წთ)
 აქტივობის მიზანი:
მასწავლებელმა შეაფასოს მოსწავლეები  წინასწარ ცნობილი და შემუშავებული შეფასების რუბრიკის გამოყენებით განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით.

აქტივობის  აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს წინასწარ ცნობილი შეფასების რუბრიკის მიხედვით შესაბამისი ქულით და აძლევს განმავითარებელ კომენტარს.



აქტივობა 8     საშინაო დავალების მიცემა  (2 წთ)
აქტივობის მიზანი:
 გაკვეთილის შემდგომი შესასრულებელი დავალების გაცნობა და ინფორმაციის მიცემა.
აქტივობის  აღწერა:
●   მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ჩაინიშნონ დავალების ნომრები.


                     





  ს  რ უ ბ რ ი კ ა

კრიტერიუმი
1-4
5-6
7-8
9-10
გაკვეთილზე ჩართულობა
ნაკლებადაა ჩართული გაკვეთილის მსვლელობისას.
გაკვეთილის მსვლელობისას არის ჩართული,მაგრამ არა არ შეუძლია პასუხების გაცემა.
ჩართულია გაკვეთილის მსვლელობისას,ადეკვატურად და გამართულად აყალიბებს
პასუხებს.
აქტიურადაა ჩართული გაკვეთილის მსვლელობისას .სრულყოფილად აყალიბებს პასუხებს.
ახალი მასალის ათვისება
ახალი მასალის ათვისება ვერ შეძლო.
ახალი მასალა აითვისა,მაგრამ არა სრულყოფილად
ახალი მასალა აითვისა კარგად.
ახალი მასალა აითვისა სრულყოფილად.
მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება
არ შეუძლია მიღებული ცოდნის
გამოყენება.
უჭირს  მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.
იყენებს მიღებულ ცოდნას პრაქტიკული სამუშაოების ამოხსნისას,თუმცა მუშაობის დროს აქვს ხარვეზები.
სრულყოფილად იყებებს მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში.მუშაობს თავისუფლად.





პროექტზე გამოყენებული სლაიდები
















რეფლექსია პერიოდულობაზე

განხორციელებული პროექტის რეფლექსია
ჩატარების თარიღი: 8-XII-2017 წ.
საგნის დასახელება
მათემატიკა
კლასი
                  XII

პროექტის ხანგრძლივობის ვადები
3 კვირა
პროექტში მონაწილე მასწავლებელი
მანანა ცირდავა

პროექტის მიზანი
კვლევის,ინფორმაციის მოძიების,ანალიზის,ურთიერთთანამშრომლობის,საგნებს შორის კავშირის დამყარების,ტრანსფერის და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება მოსწავლეებში.
რა ამოცანები გადაიჭრა
 გრაფთა თეორიის ელემენტების შესწავლა და მისი გამოყენების მაგალითები სხვადასხვა სფეროში:  მათემატიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ლიტერატურასა და ისტორიაში.

რესურსები/შექმნილი
სტიკერები,ფორმატის ფურცლები,მარკერები,კომპიუტერი და პროექტორი.
 ბავშვების მიერ შექმნილი  სლაიდები პოვერ პოინტში და სქემები.

პროექტის შედეგები
მოსწავლეებმა შეისწავლეს გრაფთა თეორიის ელემენტები და მისი გამოყენება სხვადასხვა სფეროში,რომლის პრეზენტაცია შეძლეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით.
განუვითარდათ ურთიერთთანამშრომლობის,კვლევა-ძიების, საგნებს შორის კავშირის,ანალიზის,ტრანსფერისა და პრეზენტაციის უნარები.






დასკვნა/პროექტის მნიშვნელობა
კლასი დაყოფილი იყო 5 ჯგუფად.თითოეულ  ჯგუფს დაევალა  მოეძიებინათ ინფორმაცია  სხვადასხა სფეროში გრაფების გამოყენებაზე. 
პროექტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა მოსწავლეებისათვის. მათ  დიდი ინტერესით მოიძიეს ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

მიუხედავად მოცემული საკითხის სირთულისა,მე,როგორც საგნის მასწავლებელი და ამ პროექტის ხელმძღვანელი,კმაყოფილი ვარ მოსწავლეებთან  მუშაობით,რადგან პროექტის განმავლობაში მათ  ვატყობდი, რომ  მოეწონათ მოცემული პროექტის თემა და  ხალისით  და დიდი ინტერესით  მუშაობდნენ მოცემულ საკითხზე.
თუმცა იყვნენ მოსწავლეები,რომლებიც ღელავდნენ და აქტიურად ვერ ჩაერთვნენ გაკვეთილის პროცესში აუდიტორიასთან უკონტაქტობის გამო.

შევეცდები მსგავსი პროექტები უფრო ხშირად ჩავატარო და ის მოსწავლეები შევაჩვიო აუდიტორიასთან კონტაქტს.

დამსწრე კოლეგებმაც დადებითად შეაფასეს ჩვენი შრომა.
მე მჯერა ეს მოსწავლეები ამ გაკვეთილიდან შეძენილ ცოდნას გამოიყენებენ თავიანთ პრაქტიკულ ცხოვრებაში.
მეც ვეცდები უფრო საინტერესო და სახალისო პროექტები შევთავაზო მათ მომავალში.







              

                                  ხელმოწერა:                                                                 /მ.ცირდავა/