ინტეგრირებული გაკვეთილის გეოგრაფია -მათემატიკა
გაკვეთილის
გეგმა
გაკვეთილის ჩატარების დღე: 04.12.2014
წელი
სკოლა:მუხურის თემის საჯარო სკოლა
მასწავლებლები:მანანა ცირდავა ,ლამზირა ქსანდოპულო
სწავლების საფეხური:საშუალო ,მე-10 კლასი
მოსწავლეთა პროფილი :23
საგნები :გეოგრაფია ,მათემატიკა
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა:სკოლაში პრიორიტეტული პრობლემების ანალიზის დროს გამოვლინდა
,რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილისათვის ნაკლებად იყო ცნობილი ჩვენი რაიონისა და სოფლის მატერიალური და კულტურული
ფასეულობების გამოყენება და დაცვის საკითხები ,რაც თითეული აქაური მკვიდრი მოქალაქის
(მოსწავლის)მოვალეობაა.ამიტომ გადაწყდა სოფლის ბუნების შესწავლა ,ანალიზი თუ რა ღონისძიებების
ჩატარებაა საჭიროა ამ პრობლემების გადასაჭრელად ,რისთვისაც აუცილებელი იყო მათემატიკური
მოქმედებების შესრულება:მონაცემების შეგროვება -შედარება ,დიაგრამების აგება ,მასშტაბის
დადგენა არჩეული მარშრუტის გეგმის შესადგენად.
გაკვეთილის
თემა : “ხომ ლამაზია ჩემი
სოფელი ,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა “.
მიზანი/შედეგი :მოსწავლეს განუვითარდეს კვლევის ,ინფორმაციის მოძიების
,ანალიზის ,სინთეზის ,ურთიერთთანამშრომლობის ,საგნებს შორის კავშირის დამყარების ,ტრანსფერის
,კრიტიკული აზროვნების ,ექსკურსიის ჩატარებით პოზოტიური შედეგების მიღების უნარი .
ეროვნული სასწავლო გეგმიდან :
მათ X
13:მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი
და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება .
მათ X 14 :მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა
მოწესრიგება და წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
გეო.X.5. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოს მოსახლეობის განსახლების თავისებურებების კვლევა
დ დემოგრაფიული ვითარების გაანალიზება.
გეო.X.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა
საზოგადოების განვითარებაზე.
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები:
შესავალი,მინი პრეზენტაცია,კითხვა-პასუხი,Slide
show,შეფასება.
ორგანიზაციული ფორმა:ჯგუფური
შეფასება:განმავითარებელი
სასწავლო რესურსები:მოძიებული ლიტერატურა ,მათემატიკისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები,თაბახის
ფურცლები,ფორმატი,მარკერი,სტიკერები,ფანქრები,ფოტო აპარატი,კომპიუტერი -ინტერნეტით,პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა(აქტივობების აღწერა)
მასწავლებლების
მიერ გაკეთებული შესავალი(3 წთ)
აქტივობა 1 :მოსწავლეთა
პრეზენტაციები კომპიუტერის დახმარებით,Slide show- ებით(25 წთ)
აქტივობა 2:კითხვა
-პასუხი (7 წთ)
აქტივობა 3:გაკვეთილის
შეჯამება (5 წთ)
აქტივობა 4 :შეფასება
განმავითარებელი(5 წთ)
კომენტარი:გეგმით გათვალისწინებული საკითხები ძირითადად გადაიჭრა,
მოსწავლეთა მოტივაცია ამაღლდა ცოდნის შეძენის პროცესი უფრო სახალისო გახდა, მოხდა ბავშვებში
თვით შეფასება და მასწავლებელთა მხრიდან წამახალისებელი სიტყვები:ყოჩაღ,კარგია,მომეწონა,კიდევ
შეიძლებოდა უკეთესად და აშ.
No comments:
Post a Comment