Monday, September 21, 2015

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმის რეფლექსია

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმის რეფლექსია
    2014 წლის 4  დეკემბერს  მუხურის თემის საჯარო სკოლის მე 10 კლასში ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე :“ ხომ ლამაზია ჩემი სოფელი,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა“.
     ინტეგრირებული გაკვეთილის ხელმძღვანელებმა გავანაწილეთ დავალებები მოსწავლეებზე ,რომლებიც  პასუხისმგებლობით მოეკიდნენ მიცემულ დავალებას.  დასახული მიზნის განსახორციელებლად მუშაობა ძალზე საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებს განუვითარდათ დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარი,ურთიერთთანამშრომლობდნენ,იკვლევდნენ,ადარებდნენ მონაცემებს,აგებდნენ დიაგრამებს,დაწვრილებით ეცნობოდნენ სოფლის რესურსებს ,კლიმატს ,დემოგრაფიულ მონაცემებს .ჩატარდა ექსკურსია .

     ინტეგრირებული გაკვეთილის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა .გვესწრებოდნენ სხვა და სხვა საგნის მასწავლებლები,რომლებმაც მოგვიწონეს გაკვეთილი და ჩვენც გაგვიჩნდა სურვილი კვლავ ჩავატაროთ მსგავსი გაკვეთილები საინტერესო თემებზე .

No comments:

Post a Comment