პროექტის გეგმა მათემატიკაში
პროექტის ჩატარების დღე: 11 04.2019
სკოლა : მუხურის თემის საჯარო სკოლა
მასწავლებელი : მანანა ცირდავა
საგანი : მათემატიკა
სწავლების საფეხური : საშუალო, მე-9 კლასი
მოსწავლეთა პროფილი : 23
კლასში სსმ მოსწავლე არ მყავს.
თემა: „განტოლება“
თემის შინაარსი: მოსწავლეები სწავლობენ და იკვლევენ ტერმინი „განტოლების“ შემოღების ისტორიას, იძიებენ საბუნებისმეტყვლო საგნების სახელმძღვანელოებში ამოცანებს, რომელთა ამოხსნისას გამოიყენება განტოლებათა შედგენა.
მიზანი/შედეგი : მოსწავლეს განუვითარდეს კვლევის, ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, ურთიერთთანამშრომლობის, საგნებს შორის კავშირის დამყარების, ტრანსფერის და კრიტიკული აზროვნების უნარი.
ერევნული სასწავლო გეგმიდან:
IX.7: მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა სისტემებისა და უტოლობების გამოყენება პრობლემების გადაჭრისას
მოსწავლეების ამოცანები :
მოსწავლეები ინტერნეტიდან და სხვადასხვა ცნობარებიდან იძიებენ ტერმინი „განტოლების“ შემოღების ისტორიას ამასთანავე სწავლობენ ქართველი მათემატიკოსების ისტორიას,რომლებმაც პირველად გამოიყენეს განტოლებები თავიანთ ნაშრომებში, შემდეგ კი ქიმიიდან და ფიზიკიდან იძიებენ ისეთ ამოცანებს,რომელთა ამოხსნისას გამოიყენება განტოლება.
პროექტის მსვლელობა: კლასი დაიყო ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალება.მათი ამოცანა იყო ინტერნეტიდან და სხვადასხვა ცნობარებიდან მოეძიათ ინფორმაციები განტოლების შესახებ. და ასევე მოეძიებინათ მონათესავე საგნებიდან ქიმიიდან და ფიზიკიდან ისეთი ამოცანები,რომელთა ამოხსნისას გამოვიყენებდით განტოლების შედგენასა და ამოხსნას.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტაციას.
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები / სტრადეგიები:
შესავალი, მინი პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი , შეფასება.
ორგანიზაციული ფორმა : ჯგუფური
შეფასება: განმავითარებელი
სასწავლო რესურსები:Google -დან მოძიებული ლიტერატურა, მათემატიკის, ქიმიის , ფიზიკის სახელმძგვანელოები , ფლიფჩარტის ქაღალდი,პროექტორი, ფოტო და ვიდეოკამერა.
სხვა რესურსები: მოწვეული სტუმრები, პედაგოგები
პროექტის ხელმძღვანელი: მანანა ცირდავა
განხორციელებული პროექტის რეფლექსია
ჩატარების თარიღი: 11 04.2019
საგნის დასახელება
|
მათემატიკა
|
კლასი
|
IX
|
პროექტის ხანგრძლივობის ვადები
|
3 კვირა
|
პროექტში მონაწილე მასწავლებელი
|
მანანა ცირდავა
|
პროექტის მიზანი
|
მოსწავლეს განუვითარდეს კვლევის, ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, ურთიერთთანამშრომლობის, საგნებს შორის კავშირის დამყარების, ტრანსფერის და კრიტიკული აზროვნების უნარი.
|
რა ამოცანები გადაიჭრა
|
მოსწავლეები ინტერნეტიდან და სხვადასხვა ცნობარებიდან იძიებენ ტერმინი „განტოლების“ შემოღების ისტორიას ამასთანავე სწავლობენ ქართველი მათემატიკოსების ისტორიას,რომლებმაც პირველად გამოიყენეს განტოლებები თავიანთ ნაშრომებში, შემდეგ კი ქიმიიდან და ფიზიკიდან იძიებენ ისეთ ამოცანებს,რომელთა ამოხსნისას გამოიყენება განტოლება.
|
რესურსები/შექმნილი
|
სტიკერები,ფორმატის ფურცლები,მარკერები,კომპიუტერი და პროექტორი.
ბავშვების მიერ შექმნილი სლაიდები პოვერ პოინტში და სქემები.
|
პროექტის შედეგები
|
მოსწავლეებმა შეისწავლეს ტერმინი „განტოლების“ შემოღების ისტორია. მოიძიეს ამოცანები ქიმიიდან,ფიზიკიდან,მათემატიკიდან რომელთა ამოხსანშიც დაგვეხმარებოდა განტოლებები. აგრეთვე მოიძიეს ქართველ მათემატიკოსთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები. მოსწავლეებს განუვითარდათ ურთიერთთანამშრომლობის,კვლევა-ძიების, საგნებს შორის კავშირის,ანალიზის,ტრანსფერისა და პრეზენტაციის უნარები.
|
დასკვნა/პროექტის მნიშვნელობა
|
კლასი დაყოფილი იყო 5 ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს დაევალა მოეძიებინათ დიოფანტეს განტოლებაზე ისტორია, სხვადასხვა საგნებიდან ისეთი ამოცანების მოძებნა რომელთა ამოხსნაშიც გამოიყენებოდაგანტოლებები.
პროექტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა მოსწავლეებისათვის. მათ დიდი ინტერესით მოიძიეს ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
მიუხედავად მოცემული საკითხის სირთულისა,მე,როგორც საგნის მასწავლებელი და ამ პროექტის ხელმძღვანელი,კმაყოფილი ვარ მოსწავლეებთან მუშაობით,რადგან პროექტის განმავლობაში მათ ვატყობდი, რომ მოეწონათ მოცემული პროექტის თემა და ხალისით და დიდი ინტერესით მუშაობდნენ მოცემულ საკითხზე.
თუმცა იყვნენ მოსწავლეები,რომლებიც ღელავდნენ და აქტიურად ვერ ჩაერთვნენ გაკვეთილის პროცესში აუდიტორიასთან უკონტაქტობის გამო.
შევეცდები მსგავსი პროექტები უფრო ხშირად ჩავატარო და ის მოსწავლეები შევაჩვიო აუდიტორიასთან კონტაქტს.
დამსწრე კოლეგებმაც დადებითად შეაფასეს ჩვენი შრომა.
მე მჯერა ეს მოსწავლეები ამ გაკვეთილიდან შეძენილ ცოდნას გამოიყენებენ თავიანთ პრაქტიკულ ცხოვრებაში.
მეც ვეცდები უფრო საინტერესო და სახალისო პროექტები შევთავაზო მათ მომავალში.
|
No comments:
Post a Comment