გადადით ბმულზე და დაათვალიერეთ მანანა ცირდავას პედ. პრაქტიკის კვლევის ანგარიში და რეფლექსია
Wednesday, June 26, 2019
Sunday, June 23, 2019
Saturday, June 22, 2019
პროექტი ''პერიოდულობა''
გადადით ბმულზე და დაათვალიერეთ პროექტ ''პერიოდულობის'' გეგმა, რეფლექსია,რესურსი
Monday, June 17, 2019
ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო ორი რესურსის ლინკი და რეფლექსია
დააწკაპუნეთ ლინკზე და დაათვალიერეთ learningapp.org-ში შექმნილი ლინკი და რეფლექსია https://learningapps.org/view7417594 https://learningapps.org/view7397841
Tuesday, June 11, 2019
Sunday, June 2, 2019
Tuesday, May 7, 2019
პროექტი მათემატიკაში "განტოლებაზე"
პროექტის გეგმა მათემატიკაში
პროექტის ჩატარების დღე: 11 04.2019
სკოლა : მუხურის თემის საჯარო სკოლა
მასწავლებელი : მანანა ცირდავა
საგანი : მათემატიკა
სწავლების საფეხური : საშუალო, მე-9 კლასი
მოსწავლეთა პროფილი : 23
კლასში სსმ მოსწავლე არ მყავს.
თემა: „განტოლება“
თემის შინაარსი: მოსწავლეები სწავლობენ და იკვლევენ ტერმინი „განტოლების“ შემოღების ისტორიას, იძიებენ საბუნებისმეტყვლო საგნების სახელმძღვანელოებში ამოცანებს, რომელთა ამოხსნისას გამოიყენება განტოლებათა შედგენა.
მიზანი/შედეგი : მოსწავლეს განუვითარდეს კვლევის, ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, ურთიერთთანამშრომლობის, საგნებს შორის კავშირის დამყარების, ტრანსფერის და კრიტიკული აზროვნების უნარი.
ერევნული სასწავლო გეგმიდან:
IX.7: მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა სისტემებისა და უტოლობების გამოყენება პრობლემების გადაჭრისას
მოსწავლეების ამოცანები :
მოსწავლეები ინტერნეტიდან და სხვადასხვა ცნობარებიდან იძიებენ ტერმინი „განტოლების“ შემოღების ისტორიას ამასთანავე სწავლობენ ქართველი მათემატიკოსების ისტორიას,რომლებმაც პირველად გამოიყენეს განტოლებები თავიანთ ნაშრომებში, შემდეგ კი ქიმიიდან და ფიზიკიდან იძიებენ ისეთ ამოცანებს,რომელთა ამოხსნისას გამოიყენება განტოლება.
პროექტის მსვლელობა: კლასი დაიყო ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალება.მათი ამოცანა იყო ინტერნეტიდან და სხვადასხვა ცნობარებიდან მოეძიათ ინფორმაციები განტოლების შესახებ. და ასევე მოეძიებინათ მონათესავე საგნებიდან ქიმიიდან და ფიზიკიდან ისეთი ამოცანები,რომელთა ამოხსნისას გამოვიყენებდით განტოლების შედგენასა და ამოხსნას.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტაციას.
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები / სტრადეგიები:
შესავალი, მინი პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი , შეფასება.
ორგანიზაციული ფორმა : ჯგუფური
შეფასება: განმავითარებელი
სასწავლო რესურსები:Google -დან მოძიებული ლიტერატურა, მათემატიკის, ქიმიის , ფიზიკის სახელმძგვანელოები , ფლიფჩარტის ქაღალდი,პროექტორი, ფოტო და ვიდეოკამერა.
სხვა რესურსები: მოწვეული სტუმრები, პედაგოგები
პროექტის ხელმძღვანელი: მანანა ცირდავა
განხორციელებული პროექტის რეფლექსია
ჩატარების თარიღი: 11 04.2019
Thursday, March 21, 2019
Subscribe to:
Posts (Atom)