პროექტის ჩატარების დღე : 31/10/2017
სკოლა : მუხურის თემის
საჯარო სკოლა
მასწავლებელი : მანანა ცირდავა
საგანი :
მათემატიკა
სწავლების საფეხური : საშუალო, მე-11 კლასი
მოსწავლეთა პროფილი : 28
კლასში მყავს ერთი სსმ მოსწავლე .
განხორციელების ვადა: სამი კვირა
თემა: „პერიოდული პროცესები მათემატიკასა და ბუნებაში“
თემის შინაარსი: მოსწავლეები
სწავლობენ და იკვლევენ პერიოდულ პროცესებს სხვადასხვა სფეროში: მათემატიკაში, ხელოვნებაში,
ასტრონომიაში, ქიმიაში და ბიოლოგიაში.
მიზანი/შედეგი : მოსწავლეს განუვითარდეს კვლევის, ინფორმაციის მოძიების,
ანალიზის, ურთიერთთანამშრომლობის, საგნებს შორის კავშირის დამყარების, ტრანსფერის და
კრიტიკული აზროვნების უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან:
XI. 5. მოსწავლეს
შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება რეალური ვითარების მოდელირებისას.
XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გრაფიკული, ალგებრული მეთოდებისა
და ტექნოლოგიების გამოყენება ფუნქციის / ფუნქციათა ოჯახის თვისებების შესასწავლად.
მოსწავლეების ამოცანები
:
მოსწავლეები მათემატიკიდან
თეორიულად სწავლობენ ფუნქციათა პერიოდულობას და მის თვისებებს. ამის შემდეგ მოსწავლეთა
ამოცანაა მოიძიონ და გამოიკვლიონ სად გვხვდება პერიოდული პროცესები ამისთვის გამოიყენებენ
ნასწავლ საკითხებს სხვადასხვა საგნებიდან: მათემატიკიდან, ასტრონომიიდან, ქიმიიდან, ბიოლოგიიდან და ხელოვნებიდან.
ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებენ „Powerpoint’
-ში პრეზენტაციის გაკეთებას.
პროექტის მსვლელობა: კლასი დაიყო
ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალება. მოეძიათ პერიოდული პროცესები სხვადასხვა
სფეროში, ამისათვის მათ ჰქონდათ სამი კვირა, პერიოდულად ვუწევდი მონიტორინგს მათ მუშაობას.
სსმ მოსწავლე დავაკავშირე ერთ-ერთ ჯგუფთან, სადაც
მას მიეცა შესაფერისი დავალება
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ ისტ. ტექნოლოგიების გამოყენებით
პრეზენტაციების გაკეთებას. მათ ირგვლივ მდებარე შენობა-ნაგებობებიდან, ქსოვილებიდან
სხვადასხვა სამშენებლო მასალებიდან პერიოდულობის ამოცნობას.ასევე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო
ნივთებში შეძლებენ პერიოდული შუალედების დადგენას.
გაკვეთილზე გამოყენებული
მეთოდები / სტრადეგიები:
შესავალი, მინი პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი, Slideshow , შეფასება.
ორგანიზაციული ფორმა : ჯგუფური
შეფასება: განმავითარებელი
სასწავლო რესურსები: Google -დან მოძიებული ლიტერატურა, მათემატიკის,
ასტრონომიის, ქიმიის , ბიოლოგიის სახელმძგვანელოები , ფლიფჩარტის ქაღალდი,შენობა-ნაგებობები,
სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები,კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო და ვიდეოკამერა.
სხვა რესურსები: მოწვეული სტუმრები, პედაგოგები
პროექტის ხელმძღვანელი: მანანა
ცირდავა
ამ პროექტზე გამოყენებული სლაიდები
ამ პროექტზე გამოყენებული სლაიდები